გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«The Economist»(დიდი ბრიტანეთი): ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდი კახალ კალაძის კონკურენტების ნამოქმედარია თავისივე პარტიიდან

20-05-2018

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა «The Economist»-ი, თბილისში ანტინარკოტიკული ოპერაციის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:

"ღამის კლუბების ხშირ სტუმრებს - „კლაბერებს“ მოკავშირეები ჰყავთ: საქართველოში ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ძალზე დინამიურად განვითარებადი დარგია, რომლისგანაც მიღებულმა შემოსავლებმა 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 7% შეადგინა. მთავრობა ცდილობს ქვეყანა „მილიენალებისთვისაც“ - ათასწლეულის ახალგაზრდა თაობისთვისაც (ჰიპსთერებისთვის) მიმზიდველ ადგილად აქციოს და ღამის კლუბების, თბილისის ღამის ცხოვრების წარმოჩენა სწორედ ამ გეგმის ნაწილია“, - ამბობს მაია სიდამონიძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.


ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ღამის კლუბური კულტურის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს. თბილისის ახალი მერი კახა კალაძე, „მილანის“ ექს- ფეხბურთელი, ღამის კლუბების მხარდამჭერ კამპანიას ატარებს და ამ მიზნით ოფიციალური პოსტიც კი შექმნა, ზოგიერთს კი მიაჩნიათ, რომ პოლიციის რეიდი კახა კალაძის კონკურენტების ნამოქმედარია „ქართული ოცნებიდან“-ნათქვამია სტატიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031