გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ატენის ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

23-05-2018

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, შიდა ქართლის  სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, გორში, ატენის ხეობაში,  ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.  

სამართალდამრღვევმა,  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოიპოვა  12  კუბურ მეტრამდე, წიწვოვანი  სახეობის  პირველი ხარისხის  სამასალე მერქანი.  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სატვირთო ავტომანქანა დაილუქა.  მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930