გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

23-05-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ერთ-ერთი აგრარული ბაზრის დირექტორმა და მისმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ მოქალაქეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ფართის გაქირავების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და გამოართვეს 1 000 ლარი.


საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარებს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031