გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ში კლუბი „გალერის“ დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  

24-05-2018


მონაცემის გახმაურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებების გასაჯაროება.  

„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა კლუბი „გალერის“ დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე დართულ მტკიცებულებას. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემის გაუხმაურებლობაზე შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031