გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე: რუსმა კოლეგამ თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ძალიან სამწუხარო ფაქტია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს აღარ განმეორდეს

24-05-2018

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსული მხარე მომხრეა, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი ჟენევის ფორმატში იქნას განხილული. 
ამის შესახებ აბაშიძემ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„რუსმა კოლეგამ განაცხადა, რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს აღარ განმეორდეს. მან თქვა ის, რასაც ველოდი, რომ ამაზე საუბარი ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს“- განაცხადა აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930