გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგორი კარასინი: ტატუნაშვილის მკვლელობა არის ტრაგედია და ასეთი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს

24-05-2018

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პირველი მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტი ტრაგედიაა და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.
ამის შესახებ კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„თქვენ მკითხეთ ტატუნაშვილის დაღუპვაზე. რა თქმა უნდა, ეს ტაგედიაა. აუცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ეს საკითხები უნდა განიხილეობოდეს პირდაპირი კონტაქტის გზით სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს წარმოამდგენლებს შორის, მით უმეტეს, რომ შექმნილი გვაქვს ინციდენტების პრევენციის მექანიზმები. ჩვენ, რუსეთი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კარასინიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930