გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: მე სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ივანიშვილი კი ორებზე და სამებზე სწავლობდა

26-05-2018

მოსწავლეების მიერ გამოსაშვებ გამოცდებზე ნაჩვენებ შედეგებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახალგაზრდების 25% სიღარიბისთვის გაწირა.

„წელს, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრა 25 % მეტი, (ჩვენს დროს იყო 7%). ანუ ყოველმა მეოთხე მოსწავლემ სკოლის პროგრამა ვერ აითვისა. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა და კეთილდღეობის შექმნა, შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით, მომავალი თაობისთვის კარგი განათლების მიცემით.

ნაჩვენები შედეგი კი იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, თავისი მავნებლური საგანმანათლებლო პოლიტიკით, ჩვენი ახალგაზრდების 25% გაწირა სიღარიბისთვის.

მე სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ყველა უმაღლესი სასწავლებელი წარჩინებით, ივანიშვილი კი, ორებზე და სამებზე სწავლობდა, შესაბამისად, ხუთოსანი წარმოშობს ხუთოსნებს და ოროსანს ეზიზღება სწავლა და უნდა, რომ შემდეგი თაობაც იყოს უცოდინარი!“-აცხადებს სააკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031