გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
176 150 ლარიანი ავტომობილი თავმჯდომარეს - რა აჩვენა საკონსტიტუციო სასამართლოს ფინანსური ანგარიშების ანალიზმა

29-05-2018

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს (OSGF) ხელშეწყობით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. 
ორგანიზაციის ინფორმაციით, ფინანსური ანგარიშების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შიდა ფინანსური კონტროლის ეფექტიანი სისტემის დანერგვა უნდა უზრუნველყოს. 

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, შეიზღუდოს შესაბამისი დასაბუთების გარეშე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა. 

„ამასთან, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყოს ავტოპარკის ოპტიმალური განკარგვა. აღსანიშნავია, 2017 წელს საკონსტიტუციო სასამრთლოს თავმჯდომარისათვის 176 150 ლარად შესყიდული ავტომობილი. ასევე, უნდა გადაიხედოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისთვის გამოყოფილი საწვავის ლიმიტების მოცულობაც,“-ნათქვამია 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

bpn

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031