გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პასკალ მონიე: ჩვენთვის არაფერს ნიშნავს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიების აღიარება

29-05-2018

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მონიეს განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ყოველთვის ამ პოზიციაზეა. 
მისივე თქმით, საფრანგეთისთვის სირიის გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს, რადგან მას საერთაშორისო სამართლის ნორმებთან საერთო არ აქვს.

„საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს პოზიცია დაადასტურა საფრანგეთის პრეზიდნეტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილში, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილს გამოუგზავნა.
საფრანგეთი ყოველთვის დგას ამ პოზიციაზე. ჩვენთვის არაფერს ნიშნავს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიების აღიარება. ამ ნაბიჯს საერთო არაფერი აქვს საერთაშორისო სამართლის ნორმებთან. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველო წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას სირიასთან“- განაცხადა მონიემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31