გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს: გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე არსებობს

1-06-2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მიმართ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე არსებობს.
ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:


"არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს"-ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31