გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: გახარიას უწყება, შენი დედაც... აი, გახარიას უწყება!

11-06-2018

თბილისის საქალაქოს სასამართლოში ზაზა სარალიძეს, ზვიად კუპრავასა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება მაშინ დაიწყო, როდესაც სამართალდამცვლებმა ზვიად კუპრაძეს სასამართლო დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.
ზაზა სარალიძის განცხადებით, სხდომაზე შესვენება 3 საათამდე იყო გამოცხადებული, თუმცა ამის მიუხედავად, პოლიციამ კუპრავა ძალის გამოყენებით სასადილოდან გაცილებით ადრე გაიყვანა.
„სამ საათამდე მოგვცა მოსამართლემ დრო. დავჯექით ვჭამდით. დაგვამხეს პოლიციელებმა ყველაფერი. მოსამართლემ გამოგიძახაო ზვიად კუპრავას მოსთხოვეს, ერთი წუთი დამაცადე ჭამაო და დაგვამხეს ყველაფერი თავზე. გახარიას უწყება შენი დედაც... აი, გახარიას უწყება! სულ ყველა მკვლელები ხართ. ხალხო, ტვინი არ გაქვს თავში არც ერთს, ელემენტარული საჭმლის ჭამა არ გვაცალეს,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას და ასევე აქციაზე სხვა დაკავებულებს გამოძიება პოლიციის მიმართ დაუმოჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930