გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავლაბარში უხვი ნალექის გამო საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

12-06-2018

ავლაბარში ძლიერი წვიმის გამო საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ მსუბუქი ავტომობილი მოყვა. კედლის ჩამონგრევის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა მეტეხის ქუჩის ხუთ ნომერში მცხოვრები ოთხი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მათი ბინებით უზრუნველყოფის საკითხს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი განიხილავს. 
ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, შენობა ავარიული იყო, რის გამოც კედელი ჩამოინგრა. 
"შენობა იყო ავარიული, ამიტომ კედელი ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყვა ტურისტის მანქანა. როგორც საქალაქო სამსახური, ასევე შსს-ს ყველა სტრუქტურა ადგილზეა და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. მომართვიანობის შემთხვევაში კი, მზად ვართ, ოთხივე ოჯახი ქირით გავიყვანოთ"- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31