გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარდაბნის გზატკეცილის N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

13-06-2018

გარდაბნის გზატკეცილის N24 ა-ში მცხოვრებ27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.


თბილისის მერის თქმით, ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა.


კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ეს პროცესი გრძელდება.


„27 ოჯახსფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და ჩვენი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


გარდაბნის გზატკეცილი N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს 1990-91 წლებში საცხოვრებელი ფართები სამსახურებრივი უწყებისგან (ყოფილი „სპეც-ტექნიკის“ ქარხანა) უნდა გადასცემოდათ. 90-იან წლებში შენობის დასრულება ვერ მოხერხდა, რის გამოც, მოსახლეობამ კორპუსისაკუთარი სახსრებით გადახურა, ასევე, შიდა კომუნიკაციების გაყვანა და კეთილმოწყობაუზრუნველყო.


დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ოჯახებს ფართები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031