გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შესაძლოა ახალ მინისტრთა კაბინეტში მიხეილ ჯანელიძე აღარ იყოს

14-06-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მას მინისტრთა კაბინეტში დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

ამის შესახებ ჯანელიძემ განცხადება ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის- „საქართველოს ევროპული გზა“ დაწყებამდე გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ,  შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის,  რომ სამომავლოდ წარმატებები ჰქონდეს ამ გუნდს და საქართველოს როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ გუნდს, რომელთან ერთადაც  ამ წლების განმავლობაში მიღწეული იქნა ის შედეგები, რომლითაც ვამაყობთ.  რაც შეეხება თანამდებობაზე ჩემს დარჩენას, გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გუნდთან კონსულტაციები მექნება და კონკრეტულად ამის შემდეგ ვისაუბრებ“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31