გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: მამუკა ბახტაძესთან ერთად მინისტრთა კაბინეტის შესახებ გუნდი კონსულტაციებს განაგრძობს

14-06-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის თაობაზე გუნდში კონსულტაციები პრემიერობის კანდიდატთან ერთად გაგრძელდება.
ამის შესახებ თალაკვაძემ პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის წარდგენის შემდეგ საკითხის კომენტიარებისას განაცხადა.
„მამუკა ბახტაძესთან ერთად გუნდი განაგრძობს კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე და უახლოეს მომავალში კანონით დადგენილ ვადაში ამის შესახებ გახდება ცნობილი.
მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობით მსჯელობა არ ყოფილება. იგეგმება კონსულტაციები“- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის სახელით პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930