გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: შსს რა დასკვნასაც დადებს, მაინც პროკურატურამ უნდა განიხილოს და რა აზრი აქვს ამ ყველაფერს

15-06-2018


ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, სამართალდამცველებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია უკვე ამომწურავად მიაწოდა.

მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში გადმოფრქვეული სისხლის მიმართულებები არ იყო აღწერილი და ამას ვეღარც დაადგენენ, რადგან განადგურებულია.

ამის შესახებ სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

„ვისაუბრეთ ყველა დეტალზე, ფაქტიურად ამომწურავად. ექსპერტიზაში გადმოფრქვეული სისხლის მიმართულებები არ იყო აღწერილი, რაც განადგურებულია ფაქტიურად და ვეღარავინ დაადგენს ხელახლა. ესენი რა დასკვნასაც დადებენ მაინც პროკურატურამ უნდა განიხილოს და აზრი ამ ყველაფერს რა აქვს, ვეღარ ვხვდები“- განაცხადა სარალძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930