გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაქარია ქუცნაშვილი: საკადრო პოლიტიკიდან დაწყებული, ეკონომიკური პოლიტიკით დამთავრებული, თვისობრივი ცვლილებებია ქვეყანაში ჩასატარებელი  

15-06-2018


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ქვეყანაში როგორც საკადრო, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით თვისობრივი ცვლილებებია საჭირო.

მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება შეიძლება, რათა მთავრობა მეტად კომფაქტური გახდეს.

ამის შესახებ ქუცნაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

„საკადრო პოლიტიკიდან დაწყებული, ეკონომიკური პოლიტიკით დამთავრებული, თვისობრივი ცვლილებებია ქვეყანაში ჩასატარებელი. საკადრო პოლიტიკის კუთხით, უწყებებში როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო ხელმძღვანელები უნდა იყვნენ მომზადებულები, კვალიფიციურები, მოტივირებული და „ქართული ოცნების“ იდეალების ერთგულები. 2-3 სამინისტროს ინტეგრირება სხვა სამინისტროებთან შეიძლება, რათა მთავრობა უფრო კომპაქტური იყოს. მე არ ველოდები, რომ მთავრობაში ვინმეს პარლამენტიდან მიიწვევენ“- განაცხადა ქუცნაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31