გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: მამუკა ბახტაძის პრემიერობით ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება

15-06-2018

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მინისტრთა კანდიდატების ვინაობა მალე გახდება ცნობილი. 

მისივე თქმით, მამუკა ბახტაძის პრემიერობით ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.

ამის შესახებ კალაძემ სამთავრობო ცვლილებების თაობაზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

„მინისტრთა კაბინეტზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია და უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მხრიდან ის ადამიანები, ვინც იქნებიან მინისტრობის კანდიდატები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკას პრემიერობით ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება და ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში არსებობს“- განაცხადა კალაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930