გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაში დასჭირდა დომენიკ მანგოს ძალადობრივი შინაარსის ვიდეოს დადგმა-სოცქსელებში ვერსია ვრცელდება

18-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასრულა გავრცელებული ვიდეოს შესახებ მოკვლევა, სადაც, ვითომდა ერთ-ერთ პირს (დომენიკ მანგოს) ძალადობითა და იარაღის მუქარით აიძულებენ, რომ პატრიარქის მისამართით ბოდიში მოიხადოს. „პოლიციამ მოკვლევის ფარგლებში გამოკითხა პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო არის დადგმული და არავის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობის ფაქტი“-განუცხადეს საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში. სოციალურ ქსელში კი ვრცელდება ვერსია, რომ დომენიკ მანგოს გერმანიაში თავშესაფრის მიღება სურდა და აღნიშნული ვიდეოც სწორედ გერმანელი სამართალდამცველების შეცდომაში შეყვანის მიზნით დადგა, რათა დაემტკიცებინა, რომ საქართველოში ძალადობის მსხვერპლი იყო და იქ მუდმივი ცხოვრების უფლება მიეღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930