გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: სკოლამდელი განათლების ნაწილის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ჯაჭვში ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს

20-06-2018

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის სექტორი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ჯაჭვში უნდა ჩაერთოს.
მისივე თქმით, არცერთ წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყანაში სკოლამდელი განათლება საერთო სტრატეგიას მოწყვეტილი არაა. 
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მოხდეს სკოლამდელი განათლების ნაწილის ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ჯაჭვში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ჩვენი განათლების სისტემა გახდეს კონკურენტუნარიანი, თქვენ ვერ ნახავთ წარმატებული განათლების სისტემის მქონე ვერცერთ ქვეყანას, სადაც სკოლამდელი განათლება არის ცალკე და მოწყვეტილია საერთო სტრატეგიასა და საერთო ფილოსოფიას. ამას მიენიჭება მნიშვნელოვანი როლი“- განაცხადა ბახტაძემ.
ბახტაძემ ზოგადად განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, განათლების სექტორი ბავშვზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
„პრობლემების გასაღებს ვხედავ განათლების სექტორში, ვინაიდან სწორედ განათლების სექტორი ბავშვზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ის პრობლემები, რაზეც საუბრობთ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანწილად გამოძახილია იმისა, თუ რაც ხდებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში განათლების სისტემაში. ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს პრობლემები შეიქმნა, თუმცა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა“- განაცხადა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930