გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: თანამშრომლების მასობრივი გაშვება არ მოხდება, საუბარი მხოლოდ ფუნქციების სწორ გადანაწილებაზეა

22-06-2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროებიდან თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება არ მოხდება.
მისივე თქმით, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ფუნქციები სწორად გადანაწილდება.

„მასობრივ გაშვებაზე არაა საუბარი, აქ საუბარია ფუნქციების სწორ გადანაწილებაზე. ბუნებრივია, ამ გადანაწილებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულ ადამიანებთან დამშვიდობება, გარკვეული ადამიანების სხვა პოზიციზე გადაყვანა. ეს არის რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც თან მოსდევს ასეთი ტიპის სტრუქტურულ ცვლილებებს.
ყველაფერი შესაძლებელია, 11 არის საორიენტაციო ციფრი. ესაა ის მოსაზრება, რომელიც პრემიერს  წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე ჰქონდა, თუმცა შესაძლებელია რაღაც ცვლილებები იყოს“- განაცხადა ცქირიშვილმა.
შეგახსენებთ,  სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის კონსულტაციები კვლავაც გრძელდება. ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა დღეს 20:00 საათზეა ჩანიშნული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930