გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: მთავარია არა რიცხოვნობის შემცირება, არამედ სტრუქტურების შრომის ეფექტიანობის ზრდა

22-06-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გაუქმებული სამინისტროების თანამშრომლების შემცირება არ მოხდება.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებების ისე განხორციელება იგეგმება, რომ ეს პროცესი დასაქმებული პირებისთვის მტკივნეული არ იყოს.

„გადაწყვეტილებების მიღება იგეგმება იმგვარად, რომ ეს არ იყოს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მტკივნეული, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. მთავარია არა რიცხოვნობის შემცირება, არამედ სტრუქტურების შრომის ეფექტიანობის ზრდა.
ამ უწყებებში დასაქმებული ადამიანების გაშვებაზე, შემცირებაზე საუბარი არაა. ამის გარეშეც მიიღწევა ის შედეგი, რომელიც დასახული გვაქვს“- განაცხადა გაბუანიამ.
შეგახსენებთ, რომ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის კონსულტაციები კვლავაც გრძელდება. ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა დღეს 20:00 საათზეა ჩანიშნული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930