გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მინისტრთა ახალ კაბინეტს პარლამენტს განსაზღვრულ ვადებში წარვუდგენთ

26-06-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს მთავრობის განახლებული საკადრო შემადგენლობა უახლოეს მომავალში წარედგინება.
ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ განახლებულ მთავრობას თავის განახლებული საკადრო შემადგენლობით აუცილებლად წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს იმ ვადებში, როგორც არის განსაზღვრული, გვსურს, ეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში განხორციელდეს“- განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბახტაძემ დღეს განახლებული მთავრობის სტრუქტურა წარადგინა. მცირე მთავრობის კონცეფციის მიხედვით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930