გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე სამართლის აღსრულება ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

26-06-2018

მმართველი გუნდის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღება სახელმწიფოებრივი ეროვნული ინტერესების დაცვაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დაცვაზე გადის. 
ამის შესახებ ბესელიამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღებაზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღებით ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთაშორისო თანამეგობრობის. ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ეროვნული ინტერესების დაცვაა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე გადის. ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე სამართლის აღსრულება ეს ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“- განაცხადა ბესელიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930