გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო: მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

26-06-2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგენკოს განცხადებით, მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრების ვინაობის გასაგებად კიდევ რამდენიმე დღე მოგვიწევს ლოდინი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. „დამერწმუნეთ, კარგად ვაცნობიერებ საზოგადოების და შესაბამისად, მედიის ინტერესს იმის თაობაზე, თუ ვინ იქნებიან მინისტრთა ახალი კაბინეტის წვერები. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური ინტერესია. თუმცა საქმე იმაშია, რომ ამის გათვალისწინებითაც კი ყველაფერს თავისი პროტოკოლი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საიდუმლო, ამის პირველად გაჟღერების უფლება, დადგენილი წესით, პრემიერ-მინისტრს აქვს. ამიტომ, ალბათ სულ რამდენიმე დღე უნდა დაველოდოთ მას“ - განაცხადა დავით სერგენკომ. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია, თუმცა მას კონკრეტული გვარები ჯერ არ გაუჟღერებია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930