გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 220 ათას ჰექტრამდე ფართობია შეწამლული

27-06-2018

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დასავლეთ საქართველოში წამლობითი ღონისძიებები 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში ჩატარდა.

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 220 ათას ჰექტრამდე ფართობი; ცივი შესხურებით -
7 ათასამდე ჰექტარი; ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

სიმინდის ყანებში მავნებლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა საყანე ფართობების გარე პერიმეტრებს ამუშავებს.


ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია სიმინდის ფართობების დამუშავება.


ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ტარდება.


მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების ინფორმირებას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას უშუალოდ წამლობის დაწყებამდეც აფრთხილებენ.


მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: parosana.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930