გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის დღის წესრიგიდან არმოხსნის გამო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გალში შეხვედრა ჩაშალა

27-06-2018

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 57-ე შეხვედრა გაიმართა. 
დღევანდელ შეხვედრაზე იგეგმებოდა ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტის განხილვა და მთავარი თემა უნდა ყოფილიყო გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისთვის გამოიყენეს. კერძოდ, ფორმატისთვის შეუფერებელი შანტაჟისა და ულტიმატუმის ფორმით, მათ მოითხოვეს გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით სამართლის აღსრულება წარმოადგენს უმაღლეს პრიორიტეტს. აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ დე-ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930