გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ეკონომიკური ზრდა იმის დასტურია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები ისეთ გარემოს ქმნის, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები იქნება დაჩქარებული

29-06-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემი, რომლის მიხედვითაც მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ადასტურებს, რომ ის რეფორმები, რომელთაც მთავრობა ანხორციელებს, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები იქნება დაჩქარებული.


მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც გაუმჯობესებულია.


„ცოტა ხნის წინ საქსტატმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7.5 %-ს. ასეთი მაჩვენებელი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ მთავრობა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ეს კი იმის დასტურია, რომ ის რეფორმები, რომელიც განვახორციელეთ და რომელიც დავაანონსეთ, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები იქნება დაჩქარებული.
ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც არის გაუმჯობესებული. აქ პირველ რიგში, მინდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც მინდა შეგახსენოთ, იმავე პერიოდის წინა წელთან შედარებით 50%-ით გაზრდილია, რაც ეკონომიიკური ზრდის ერთ-ერთი შემწყობი ფაქტორი იყო“- განაცხადა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930