გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: მინისტრთა ახალ შემადგენლობას იმ ვადებში წარვადგენთ, რაც კანონდებლობითაა გათვალისწინებული

29-06-2018


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა იმ ვადებში მოხდება, რაც კანონდებლობითაა გათვალისწინებული.

ბახტაძე იმედოვნებს, რომ განახლებული მთავრობის წარდგენის საშუალება მალე მიეცემა.

ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.  

„რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ პარლამენტში შესაბამის პროცედურებს გავივლით მოკლე ვადაში. მე საშუალება მექნება საზოგადოებას დროულად წარვუდგინო განახლებული მთავრობა და განახლებული მინისტრთა კაბინეტი. ჩვენ წარვადგენთ ახალ შემადგენლობას იმ ვადებში, რაც კანონდებლობითაა გათვალისწინებული“- განაცხადა ბახტაძემ.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930