გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ნოზაძის ადვოკატი: ამ საქმესთან ნარკოტიკებს, რაიმე სახის წამალს, პრეპარატს შეხება არ აქვს

29-06-2018


ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის ადვოკატის, ნიკა სადრაძის განცხადებით, მუსიკოსის დაჭრის მოტივი ფულადი ვალი გახდა.

მისივე თქმით, საქმესთან ნარკოტიკს ან სხვა რაიმე სახის წამალს შეხება არ აქვს.

ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ ირაკლი ნოზაძის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხედრხდა.

 „ირაკლი ნოზაძის გამოკითხვა გადაიდო იმ მიზეზით, რომ მისი ჯანმრთელობა არ არის იმ კონდიციაში, რომ შეძლოს მონაწილეობის მიღება გამოკითხვაში. ორი ჭრილობა აქვს მიყენებული, ოღონდ არ ახსოვს რითი მიაყენეს, რა ნივთი იყო. ახსოვს  თუ როგორ აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და როგორ მოხვდა საავადმყოფოში.

კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე, ანუ ფულადი ვალის გამო. ირაკლის ბრალდებულის ვალი ჰქონდა და ვერ მოახერხა დროულად დაბრუნება, შესაბამისად, შემთხვევა მოხდა ამ ნიადაგზე.

პირდაპირ მინდა განვაცხადო, ირაკლიმ განაცხადა, რომ ზოგადად საქმესთან, რელობასთან ნარკოტიკებს, რაიმე სახის წამალს, პრეპარატს შეხება არ აქვს“ - განაცხადა სადრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930