გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ნელი ზამბახიძის ჩვენების თუ ინტერვიუს საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად გამოყენება არ შეიძლება

29-06-2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ დღეს, ხორავას ქუჩის მცხოვრები ნელი ზამბახიძე გამოკითხა.


საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მცხოვრები ნელი ზამბახიძის ჩვენება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საზგადოებრივი აზრის შესაქმნელად.


„პირველ რიგში ვაფიქსირებ ძალიან გულწრფელად დიდ პატივისცემას ქალბატონი ნელი ზამბახიძის მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ არ შეიძლება არ ითქვას, ყველაზე რბილად მათ შორის, რომ კომისიას რამდენიმე კითხვის შემდეგ ამ ქალბატონთან არანაირი კითხვა აღარ ჰქონდა“, - განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930