გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"Forbes-მა „პლეხანოვი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ უბნად დაასახელა

29-06-2018

„2018 წელს შეიძლება საქართველოს წელი ვუწოდოთ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ტურისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ადგილად იქცა”, – წერს ჟურნალი Forbes-ის ჟურნალისტი. მისი თქმით, "პლეხანოვი" ბარსელონის, ამსტერდამსია და ათენის უბნებთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველია.


„ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციულად მკვიდრი თბილისელები ცხოვრობენ და რომელიც ცნობილია ძველმოდური სახლებითა და სადარბაზოებით. ეს უბანი უფრო მიმზიდველი მას შემდეგ გახდა, რაც ამ უბნის მთავარი გამზირის, აღმაშენებლის რესტავრაცია დასრულდა და ძველი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზე კი ჰოსტელი, კაფეები, ბარები და მაღაზიები გახსნეს. აქ ახალგაზრდა კრეატიული ადამიანები და ტურისტები იკრიბებიან და ღამით ცოცხალ მუსიკას უსმენენ” - წერს Forbes-ი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930