გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილმა მოქალაქეობის აღდგენაზე სააკაშვილის მოთხოვნას უარით უპასუხა

2-07-2018

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას უარით უპასუხა.
ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დაადასტურა.
მისი თქმით, სააკაშვილის მოთხოვნის სტილი შეურაცხმყოფელი იყო.
„ჩვენ ვიხილეთ სააკაშვილის მორიგი არაადეკვატური განცხადება. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისთვის მოქალაქეობა პრეზიდენტ მარგველაშვილს არ ჩამოურთმევია, პირიქით - მან სრულიად შეგნებულად, თვითონ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ. მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე, არ ყოფილა.
გუშინ პირველად ვნახეთ შეურაცხმყოფელ სტილში მისი მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნა და რეაგირებაც შესაბამისია.
ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა ან ეშინია მოქმედ ან ყოფილ მთავროაბში, შეუძლია მას მიმართოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით“- განაცხადა აბაშიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930