გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: მე მახსოვს შეშინებული სააკაშვილი და არაერთხელ მინახავს ამ როლში, მაგრამ მისგან შეშინებული არავინ მეგულება

2-07-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე თავადე თქვა უარი.


მისივე განცხადებით, სააკაშვილის არავის ეშინია. „მიხეილ სააკაშვილის ვინმეს ეშინია? მე მახსოვს შეშინებული სააკაშვილი და არაერთხელ მინახავს ამ როლში, მაგრამ მისგან შეშინებული არავინ მეგულება. ის შეიძლება ერთ დროს ვინმეს აშინებდა, მაგრამ არა ჩვენ“-განაცხადა ბესელიამ.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ოლიგარქს და მთავრობას საქართველოში მისი დაბრუნების ეშინია. მან საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მისთვის მოქალაქეობის აღდგენისკენ მოუწოდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31