გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე: საკადრო როტაციები სხვა რეგიონებშიც  მოსალოდნელია  

4-07-2018


სოციოლოგ ალერიან გორგილაძის ვარაუდით, საკადრო გადაადგილებები სხვა რეგიონებშიც მოსალოდნელია, განსაკუთრებით ეს ალბათ გუბერნატორებს შეეხება.

გორგილაძის განცხადებით, ეს  ლოგიკური პროცესია. 

„ქვეყანაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების ფონზე, როდესაც ხდება  მინისტრთა კაბინეტის ფორმირება, ეს პროცესი აბსოლუტურად ლოგიკურია, რათა პრემიერ-მინისტრმა  თვითონ შეძლოს გადაწყვეტილების მიღება საკადრო გადაადგილებებსა და საკადრო რესურსის გადანაწილებასთან დაკავშირებით“ - აცხადებს ვალერიან გორგილაძე

მისი თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს ეკისრება და აღმასრულებელი ხელისუფლება რეგიონებშიც უნდა ექვემდებარებოდეს პრემიერ-მინისტრს.

„ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრს  ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა და აღმასრულებელი ხელისუფლება რეგიონებშიც უნდა ექვემდებარებოდეს პრემიერ-მინისტრს.  ამ თვალსაზრისით, მას სრული კარტ-ბლანში უნდა ჰქონდეს საკადრო პოლიტიკის განხორციელებაში. ამდენად, თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ჩემი აზრით, მოსალოდნელია საკადრო გადაადგილებები სხვა რეგიონებშიც და განსაკუთრებით ეს ალბათ გუბერნატორებს შეეხება“ - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930