გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდა, ენერგიული და განათლებული ადამიანია, რომელმაც თავი კარგი ხედვითა და მუშაობით გამოიჩინა

7-07-2018

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.
„თორნიკე რიჟვაძე ჩვენი გუნდის წევრია, ჩვენ მასთან გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა, როცა ის მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. მე პირადად ვიცნობ მას საკმაოდ კარგად, როგორც ძალიან აქტიურსა და ძალიან განათლებულ ადამიანს. მე იმედი მაქვს, რომ ის არჩეული იქნება აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე და მისი მუშაობა იქნება ძალიან წარმატებული. თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანია, რომელმაც ამ წლების განმავლობაში, თავი გამოიჩინა კარგი ხედვითა და მუშაობით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930