გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომან გოცირიძე: ჭუბერში სამხედრო ძალებისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებას მხარს ვუჭერთ

8-07-2018


"არანაირი პრობლემა არ არის, დილით განცხადება გავაკეთეთ, რომ ჭუბერში სამხედრო ძალებისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებას მხარს ვუჭერთ", – ასე უპასუხა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პირველი არხის კითხვას, რატომ არ ესწრებოდა პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალებისა და სამხედრო ტექნიკა გამოყენების საკითხს უყარეს კენჭი.


როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დილით ბიუროს სხდომაზე საკითხის მხარდასაჭერად მივიდა, თუმცა სხდომა მოულოდნელად გადაიდო. მისივე თქმით, ქუთაისში რიგგარეშე სხდომას ვერ დაესწრნენ, რადგან პარტიის ოფისში შეხვედრა ჰქონდათ.


„ბიუროს სხდომა დილას 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა მოულოდნელად 18:00 საათისთვის გადაიდო. არანაირი პრობლემა არ არის, დილით განცხადება გავაკეთეთ რომ ვუჭერთ მხარს. მივლინებაში არიან სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა, ჩვენ კიდევ პარტიაში გვქონდა შეხვედრა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.


საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ბრძანებას, რომლის თანახმად, სამხედრო ძალები და სამხედრო ტექნიკა გამოყენებული იქნება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31