გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა კვიჟინაძე: საშემოსავლო გადასახადის ზრდის რეალურად განხილვას აზრი არ აქვს

11-07-2018

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე გია ჟორჟოლიანის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

ინიციატივა იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც 2 500 ლარზე მეტი ხელფასი აქვთ - საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 30%-მდე გაზრდას გულისხმობს.

„მე პირადად ამ ინიციატივას მხარს არ ვუჭერ, რადგან ამგვარ ცვლილებას კრძალავს, როგორც მოქმედი კონსტიტუცია, ასევე ახალი, რომელიც შემოდგომიდან ამოქმედდება. საშემოსავლო გადასახადის ზრდის რეალურად განხილვას აზრი არ აქვს, და ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს, ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე გადასახადების მომატება ქართულ ეკონომიკას არ წაადგება“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930