გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კახიშვილი: მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას, რათა სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, ძალიან მოკლე დროში იგრძნოს მოსახლეობამ

12-07-2018

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატის, კახა კახიშვილის განცხადებით, მთავრობაში იწყება ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია, პრემიერთან და მინისტრებთან ერთად მაქსიმალურად გააძლიერებს კოორდინაციას, რათა სიკეთე, რომელიც დაგეგმილია, ძალიან მოკლე დროში მიიღოს მოსახლეობამ.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა მოგახსენათ, მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქნები. უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი. ამიტომ ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ“ - განაცხადა კახიშვილმა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930