გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: მცირე მთავრობის კონცეფციის მთავარი მიზანი ჩვენ მიერ დაანონსებული რეფორმების შემჭიდროებულ ვადაში განხორციელებაა

13-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მცირე მთავრობის კონცეფციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მცირე მთავრობის კონცეფციის მიზანი დაანონსებული რეფორმების რაც შეიძლება მოკლე ვადებში განხორციელებაა.
„ერთ-ერთი მიმართულება ჩვენი რეფორმების გახლავთ მცირე მთავრობის კონცეფცია, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ მიერ დაანონსებული რეფორმები რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადაში გავატაროთ. მმართველობითი აპარატები გავხადოთ უფრო ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ უფრო შევამცირეთ სამინისტროების რაოდენობა და დღეს ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი. ამასთან ერთად აღნიშნული რეფორმა გულისხმობს ინსტიტუციური კონტროლის გაძლიერებას სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის ანტიკორუფციული მიმართულებით“- განაცხადა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930