გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: კოკა კობალაძის ცემის ფაქტზე პროკურატურაში საქმე აღიძრა

13-07-2018

პარლამენტის საკომიტეტო მოსმენისას, ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, კოკა კობალაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამ საქმეზე გენინსპექცია მოკვლევას უკვე აწარმოებს და ასევე, გამოძიება დაწყებულია პროკურატურაში.


„ჯერჯერობით არანაირად არ დასტურდება, რომ იქ იყვნენ პოლიციელები. ფორმალურ მხარეს მოგახსენებთ, რომ გენინსპექციას უკვე დაწყებული აქვს მოკვლევა. გარდა ამისა პროკურატურაში საქმე უკვე აღძრულია და დაწყებულია გამოძიება - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღევანდელი მონაცემებით, პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სამინისტროს წარმომადგენლები ოფიციალურად მივიდნენ ამ მისამართზე მას შემდეგ, რაც ეს მოხდა და მას შემდეგ რაც შეტყობინა შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. იქ არსებობს რამდენიმე ვერსია და გარწმუნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს ვერსიები გაიხსნება და ამას მოგახსენებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რაც უფრო მეტი რეფორმები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციელის დისკრედიტაციის მით უფრო მეტი მცდელობა ჩნდება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მოთხოვნა არის პოლიციელის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ ერთი - რომ იყვნენ კეთილსინდისიერები და ეფექტურები. ამ შემთხვევაში თითოეულ მათგანს ჩვენ დავუდგებით გვერდით, ყოველთვის და ყველგან. იმ შემთხვევაში თუ ისინი გავლენ თავიანთი უფლებამოსილებებიდან, ჩენ ვიქნებით პირველები, ვინც უმკაცრესად მოვითხოვთ მათ დასჯას და გავაკეთებთ ამას. ეს არის ის პრინციპები, რომელზეც დღეს ვახორციელებთ სისტემის რეფორმებს და ზუსტად იგივე პრინციპებით მივუდგებით ამ კონკრეტულ შემთხვევასაც. თუ უმცირესი ალბათობით, მაგრამ მაინც დადასტურდა ამ საქმეში პოლიციელების ჩართულობა, ისინი იქნებიან უმკაცრესად დასჯილები. იმ შემთხვევაში თუ ეს არ დადასტურდა ჩვენ შესაბამის ნაბიჯებსაც გადავდგამთ“-განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031