გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერაბ ქვარაია: შალვა თადუმაძემ იცის როგორც რეჟიმთან ბრძოლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ფასი

16-07-2018


"შალვა თადუმაძე არის ადამიანი, რომელმაც იცის როგორც რეჟიმთან ბრძოლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ფასი. დარწმუნებული ვარ, ის ყველაფერს გააკეთებს იმ ადამიანების ღირსების აღსადგენად, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს უკანონოდ დაისაჯნენ და სახელმწიფოსგან დღემდე ელიან სამართლიან ვერდიქტს. ერთერთი ვისაც რეჟიმი სასტიკად შეეხო, მეც ვარ. ასეთი ადამიანის რიცხვი საქართველოში არაერთია, განსაკუთრებით კი სამეგრელოში"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა.


მისი თქმით, ამ განაჩენების გადახედვა უკანონოდ სასჯელმოხდილებს ვერანაირად ვერ დაუკომპენსირებს წლებს, რომლებიც ციხე-საპატიმროებში უმძიმეს პირობებში გაატარეს, ხშირად ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასადაც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა და უნდა შესრულდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930