გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტს ჩვენ მივახვედრეთ, როგორ უნდა მოქცეულიყო კონსტიტუციის ჩანაწერის შესაბამისად

18-07-2018

„პრეზიდენტ გიორგი მაგველაშვილის განცხადება თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენაზე დაახლოებით იგივეა, ერთი კვირის წინ რომ ეთქვა, რომ მამუკა ბახტაძის მიერ შერჩეულ მინისტრების წარდგენაზე იფიქრებდა“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. 
მისივე თქმით, პრეზიდენტი მმართველმა გუნდა მიახვედრა, როგორ უნდა მოქცეულიყო კონსტიტუციის ჩანაწერის შესაბამისად.

“პრეზიდენტს ჩვენ მივახვედრეთ, როგორ უნდა მოქცეულიყო კონსტიტუციის იმ ჩანაწერის შესაბამისად, რომლის მიხედვით, მან აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რიჟვაძის კანდიდატურა წარმოადგინა. ის იმეორებს, რომ თითქოს მან შეარჩია რიჟვაძის კანდიდატურა. ეს დაახლოებით იგივეა, ერთი კვირის წინ რომ ეთქვა, რომ იფიქრებდა, წარმოედგინა თუ არა მამუკა ბახტაძის მიერ შერჩეული მინისტრთა-კაბინეტი - ასეთ კაზუსთან გვაქვს საქმე“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა გუშინ დაასახელა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930