გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე: ეს არის პრინციპულად არასწორი გადაწყვეტილება არამარტო პარტიისთვის და პოლიტიკისთვის, არამედ ქვეყნისთვის

19-07-2018

მმართველი გუნდის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, დავით ჭიჭინაძის „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვა არამარტო პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც არასწორი გადაწყვეტილებაა.
ასე გამოეხმაურა ფოფხაძე დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხავს.
„ვვარაუდობ, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიას უნდა ჰქონდეს არგუმენტირებული. თუ ესეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები შეიძლება მოხდეს, ეს შეიძლება ჯაჭვივით მიეწყოს. მე მგონია, რომ ეს არის პრინციპულად არასწორი გადაწყვეტილება არამარტო პარტიისთვის და პოლიტიკისთვის, არამედ ქვეყნისთვის“- განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭნაძის გარიცხვის შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31