გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შეფერხების გამო, ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებს ბილეთის საფასურის ნახევარს დაუბრუნებენ

23-07-2018

ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებს, ბილეთის საფასურის ნახევარს დაუბრუნებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზუგიდიდან თბილისისკენ მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი უამინდობის გამო, აგარა-გორის სარკინიგზო გადასარბენზე ტექნიკური მიზეზით გაჩერდა.

"ძლიერმა ქარმა, უხვმა ნალექმა და ელჭექმა საკონტაქტო ხაზის გაწყვეტა გამოიწვია. შედეგად ვერ მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც მატარებლის მოძრაობა შეაფერხა. თანხის მისაღებად, მიმდინარე კვირის განმავლობაში მგზავრებს შეუძლიათ ნებისმიერ სალაროს მიმართონ,"- წერია განცხადებაში. 

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს, შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის.




Imedinews

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930