გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ირანის მოქალაქისგან 74 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

24-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ირანის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს.


სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდენობით, 73 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, "ჰაშიში" ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31