გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ხელფასი 20-30%-ით გაიზრდება

26-07-2018

მთავრობის ინიციატივის შედეგად, რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ხელფასის 20-30%-ით გაზრდა იგეგმება.
ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჯანდაცვის სერვისი რაიონებში უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მიეწოდოს მოსახელობას.

„დღეს მთავრობაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოდის, რომლის შედეგადაც ჩვენ 20-30%-ით გავუზრდით ხელფასებს რაიონის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს. ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930