გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიზანია უსაფრთხო, სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს დაცვა ქვეყანაში და შესაბამისად რეგიონშიც

1-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწავლებაში ქართველი ჯარისკაცები - ნატოს წევრი, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობენ.

ამის შესახებ ბახტაძემ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნით ღონისძიებაზე განაცხადა.

 

„საქართველოში საერთაშორისო სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ ვმასპინძლობთ. მნიშვნელოვანია, რომ სწავლებაში ჩვენი საამაყო ჯარისკაცები - ნატოს წევრი, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობენ.

 

მსგავსი სწავლებებით, ჩვენი მიზანია უსაფრთხო, სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს დაცვა ქვეყანაში და შესაბამისად რეგიონშიც.

 

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა მეგობარ ქვეყანას გულწრფელი მხარდაჭერისთვის“- განაცხადა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930