გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ნინო გვენეტაძემ მითხრა, ყველაფერი რიგზე მექნება, არ იდარდოო

3-08-2018


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მას გუშინ ნინო გვენეტაძესთან კომუნიკაცია ჰქონდა.

მისივე თქმით, გვენეტაძის ჩანაცვლება ადვილი არ იქნება, რადგან ის უზენაესი სასამართლოს პალატაში ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი და კომპეტენტურია.

ამის შესახებ წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომის თაობაზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ვცადე მე გუშინ მასთან დაკავშირება, რომ ეს სიურპრიზი მასთან ერთად გამერკვია, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ელემენტარულია, რომ მე ის მომეკითხა. ვცადე, მაგრამ მხოლოდ ტექსტური შეტყობინებით, მან მითხრა - ყველაფერი რიგზე მექნება, არ იდარდო და ჩვენ იმედი მაქვს შევხვდებით და უფრო ვრცლად გავისაუბრებთ.

 მისი ჩანაცვლება სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, არ იქნება ადვილი, იმიტომ რომ, ის ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი და კომპეტენტური ამ პალარტაში. შესაბამისად ის, თუ როგორი მოხდება მენეჯმენტი ამ დანაკლისის შესავსებად იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა არ შენელდეს უზენაესი სასამართლოს პალატაში, არ არის და ვერ იქნება იუსტიციის მინისტრის საქმე. ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც მენეჯერი ორგანოს საკითხი“- განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გუშინ გადადგა. ოფიციალური ვერსიით პოსტიდან მისი წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930