გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბათუმში ავტომანქანა ამოტრიალდა, დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანია

13-08-2018

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ მოხდა.



http://www.interpressnews.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930